LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული, 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

142
ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული, 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 26.2%-ით მეტი  2019 წლის და 17.3%-ით მეტი 2022 წლის მაჩვენებელზე.

გასულ წელს, შემოსავლების ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურთა ვიზიტები. 2023 წელს საქართველოში 7 072 220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 75.6%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 30.3%-ს შეადგენს.

2023 წელს საქართველოში 4 669 467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.9%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 27.8%-ია.