პანდემიით გამოწვეული სამწლიანი შესვენების შემდეგ სამხრეთ კორეა საერთაშორისო ტურიზმის აქტიურ განვითარებას იწყებს და უცხოელი სტუმრების მიზიდვას ახალისებს.
მიმდინარე წლისთვის შეადგინეს გეგმა, რომლის თანახმად უცხოელი ვიზიტორების რაოდენობამ 10 მილიონს უნდა მიაღწიოს, რაც 16 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოიტანს. 2027 წლისთვის კი ტურისტების რაოდენობამ 30 მილიონს უნდა მიაღწიოს.
ასეთი ამბიციური მიზნების მისაღწევად წელს დაიხარჯება 790 მლრდ ვონი (625 მლნ დოლარი) სარეკლამო ღონისძიებეზე. 300 მლრდ ვონი გამოიყოფა წინა წლებში დაზარალებული ტურისტული კომპანიების მხარდასაჭერად.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლამდე, პანდემიური შეზღუდვების დაწესებამდე, უცხოელი ტურისტების მზარდი დინამიკა შეინიშნებოდა.