LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა

136
11

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვრის კვეთის 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში ყველაზე მეტი – 1 856 237 ვიზიტი რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა. ეს მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 27%-ითაა გაზრდილი.

მეორე ადგილზეა თურქეთი, რომლის მოქალაქეებმაც შარშან საზღვრის 1 577 439 კვეთა განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 53%-ით მეტია. მესამე ადგილს სომხეთი იკავებს, რომლის მოქალაქეების მიერაც საზღვრის კვეთის რაოდენობამ 1 276 420 და წლიურად 25%-იანი მატება შეადგინა.

2023 წლის განმავლობაში საზღვრის ყველაზე მეტი კვეთა ასევე დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან და ირანიდან.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სტატისტიკა განსხვავდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ აღრიცხული ვიზიტორების რაოდენობისგან, რადგან ის შსს-სგან განსხვავებით უშუალოდ ტურისტებს აღრიცხავს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ვიზიტორების 2023 წლის სტატისტიკა ჯერ არ გამოუქვეყნებია.

magti 5g