LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლის მაისიდან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გამგზავრება ფასიანი გახდება – იხილეთ რამდენი იქნება გადასახადი

1461
მოგზაურობა

2023 წლის მაისიდან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გამგზავრება ფასიანი გახდება. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ცვლილება შეეხება იმ არაწევრ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისთვის ვიზას არ საჭიროებენ. 

სისტემა ETIAS-ის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტის მსურველებს მოუწევთ 10-წუთიანი ონლაინ კითხვარის შევსება, რომელიც ბიომეტრიულ ინფორმაციას არ ითხოვს. ყველა მოგზაურისთვის მისი დასტურის მიღება აუცილებელი პროცედურა იქნება. აპლიკაციის პროცესი დიდწილად ავტომატიზებული IT სისტემით მოხდება და დასტურს რამდენიმე წუთში, აპლიკანტების დაახლოებით 95%-ზე გასცემს. განსაკუთრებულ შემთხვევებში დასტურს შესაძლოა ერთ თვემდე დრო დასჭირდეს და ყველას, ვინც უარს მიიღებს გასაჩივრების შესაძლებლობა ექნება.

18-დან 70 წლამდე პირებისთვის გამგზავრების უფლების მოპოვება 7 ევრო ეღირება, ჯერჯერობით უცნობია რა თანხის გადახდა მოუწევთ სხვა ასაკობრივი კატეგორიის მოგზაურებს.

ეს შეზღუდვა დაახლოებით 60 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შეეხო. 

ევროკავშირის თქმით, ETIAS სისტემა უსაფრთხოების ერთ-ერთი ზომაა და ბლოკს შენგენის ზონაში როგორც უსაფრთხოების, ასევე მიგრაციასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევაში დაეხმარება ვინაიდან ეს სქემა საზღვრის მენეჯმენტსა და საზღვრის გადაკვეთის შედეგად არსებული დანაშაულებისა და ტერორიზმის პრევენციას ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g