საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.9% შეადგინა, 2023 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 6.9%-ით განისაზღვრა.
2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა. კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში.