რადგან ამ ზაფხულს ევროპაში ტემპერატურამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ამან პოპულარულ ადგილებზე ხანძრებიც გამოიწვია, ტურისტები სიფრთხილით ეკიდებიან ბებერ კონტინენტზე სეზონის პიკში დასვენებას.
ამის ნაცვლად, ტურისტები უპირატესობას ანიჭებენ შემოდგომასა და გაზაფხულზე დასვენებას. Travel Off გამოავლინა სამი პოპულარული მიმართულება, სადაც საკმა სითბო იქნება შემოდგომაზეც კი, რათა სანაპიროზეც გაწვეს ადამიანი და ზაფხულის ტანსაცმლითაც ისეირნოს.
ტენერიფე
კანარის კუნძულებიდან უდიდესია, რომელიც დასავლეთ აფრიკის სანაპიროსთან მდებარეობს და ცნობილია როგორც „მარადიული ზაფხულის“ კუნძული.
კვიპროსი
ხმელთაშუა ზღვის ეს კუნძული შესანიშნავი ვარიანტია, ვისაც შემოდგომაზე ბანაობა სურს. ოქტომბერში კვიპროსზე ზაფხულის დღეები 77%-ს შეადგენს.
მალტა
კვიპროსის მსგავსად ე მცირე ზომის კუნძულიც იდეალურად მიესადაგება პლაჟზე დასვენების მოყვარულებს. ოქტომბრის საშუალო ტემპერატურა 25 გრადუსია.