2024 წელი მეტეოროლოგიური დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი წელია და ასევე, ესაა წელი როცა საშუალო ტემპერატურამ 1,5 გრადუსს გადააჭარბა. სპეციალისტებს საწყის წერტილად ინდუსტრიული პერიოდის დაწყება აქვთ აღებული, რადგან სწორედ ამ მოვლენას თვლიან გლობალური დათბობის სათავედ. ამის შესახებ ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
სპეციალისტთა გამოთვლით, დედამიწაზე საშუალო ტემპერატურამ ნოემბრის თვეში 14,10 გრადუსი შეადგინა. ეს კი 0,73 გრადუსით მეტია 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე.
დაბოლოს, წლევანდელი ნოემბერი 1,62 გრადუსით უფრო თბილი აღმოჩნდა.
გლობალური დათბობის შეჩერების ერთადერთი მეთოდი – მავნე გამონაბოლქვის რაც შეიძლება სწრაფად შემცირებაა, ფიქრობენ ექსპერტები.