LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა იქნება

139
ტურიზმი

საუდის არაბეთში მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა ერთსულოვანი მხარდაჭერით საქართველოს  2024 წლის მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა, ამ სტატუსის წყალობით ჩვენს ქვეყანას ტურიზმის ინდუსტრიისა და ავიაციის სექტორის 3000-მდე ლიდერი ესტუმრება.

„ამ გამარჯვებით ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით საქართველოს აღიარების, ცნობადობის გაზრდის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის,“ – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძეც ესწრებოდა. საქართველოს დელეგაციამ სხვადასხვა სამუშაო სესიასა და ორმხრივ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები