LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადმა 7 მილიონს გადააჭარბა

113
აეროპორტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2024 წლის დაჯამებული მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 7 450 652 მგზავრს მოემსახურა, რაც ქვეყნისთვის მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელია.

2024 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა 24%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.

შარშან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 4 750 425 მგზავრს მოემსახურა (ზრდა, 2023 წელთან შედარებით, 29%-ს შეადგენს). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 1 722 804 შეადგინა (ზრდა, 2023 წელთან შედარებით, 3%-ია). ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურებით კი 951 766 მგზავრმა ისარგებლა (ზრდა, 2023 წელთან შედარებით, 53%-ია).

2024  წელს რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • Wizz Air Hungary – 17% (1 259 069 მგზავრი)
  • Turkish Airlines – 7% (553 349 მგზავრი)
  • Pegasus – 7% (546 211 მგზავრი)
  • Georgian Airways – 7% (515 113 მგზავრი)
  • Azerbaijan Airlines – 6% (412 980 მგზავრი)

2024 წელი რეკორდული იყო განხორციელებული ფრენების თვალსაზრისითაც. გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში, ჯამში, 32 528 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა 25 342 ფრენას, ხოლო ჩარტერების რაოდენობა 7186-ს შეადგენდა.

მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებლებიც. კერძოდ, 2023 წელთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 29%-ით არის მომატებული.

დადებითი დინამიკა შენარჩუნდა საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. 2024 წელს ტვირთბრუნვა, 2023 წელთან შედარებით, 25%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია 92 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.

magti 5g