LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლიდან ამსტერდამი ყველაზე ძვირი ტურისტული ქალაქი გახდება

126
thumb_1024x663_amster-tourists-11zon

2024 წლიდან ამსტერდამში ტურისტული გადასახადი იზრდება. ამ გზით მერია გაზრდილ ტურიზმთან ბრძოლას იმედოვნებს, გარდა ამისა, ქალაქი ადგილობრივებისთვისაც უფრო კომფორტულ სივრცედ უნდა გადაიქცეს. The Mayor-ის ინფორმაციით, შემოსული თანხა ქუჩებში სისუფთავის დაცვას და ინფრასტრუქტურაზე ზრუნვას მოხმარდება.

ახალი კანონის მიხედვით, ქალაქში ღამის გათენების ფასი 15-დან 21 ევრომდე გაიზრდება. ეს იმ შემთხვევაში თუკი ტურისტი საშუალო ღირებულების სასტუმროს ნომერს იქირავებს. საკრუიზო ლაინერების მგზავრებისთვის, რომლებიც ღამეს არა სასტუმროში არამედ ხომალდზე ათენებენ, გადასახადი 8-დან 11 ევრომდე გაიზრდება. მსგავსი ციფრები ევროპაში რეკორდულია.

წელს ამსტერდამში 20 მილიონი ტურისტი დარეგისტრირდა და მათმა უმრავლესობამ ქალაქში მხოლოდ ერთი დღე გაატარა. სწორედ ამიტომ, სამომავლოდ ერთდღიანი გადასახადის შემოღებაც იგეგმება, ისეთის როგორიც ვენეციას აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები