LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის მესამე კვარტალში უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში თითქმის 6 მილიარდი ლარი დახარჯეს

109
ტურიზმი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის მესამე კვარტლის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკას აქვეყნებს.

სტატისტიკის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 2.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი – 41.7%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტორების 79.2% მხოლოდ ტურისტები იყვნენ, ექსკურსანტების წილმა კი 16.9% შეადგინა.

ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 496 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, მეორე ადგილზეა თურქეთი, ხოლო მესამეზე – სომხეთი.

ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (59.2%) დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა აჭარის ა/რ-სა და თბილისში.

ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 5.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 18.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g