საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) მომხმარებლის დაცვის მიმართულებით მიღებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, სააგენტოში, 2024 წლის 1 იანვრიდან აპრილის ჩათვლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით 300 განაცხადი დაფიქსირდა.
- აღნიშნულ პერიოდში მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 31 საქმეზე.
- სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 14 მოვაჭრეს 19 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში, 11 300 ლარი.
- მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 50 საქმეზე 46 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა საქმიანობის შიდა პოლიტიკის შეცვლისა და იმ მომხმარებელთა უფლებების აღდგენის ვალდებულება აიღეს, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას.
რეგიონების მიხედვით თბილისი ლიდერობს (88%), შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა (3%), რომელსაც იმერეთი და კახეთი მოჰყვება.
საანგარიშო პერიოდში 72%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 11%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 13%-ს.
მომხმარებლის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა და გააგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected].
მეტი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 598 05 44 22