2024 წლის საქართველოს ბიუჯეტის საბოლოო ვერსია პარლამენტს დეკემბერში წარედგინება – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამრთულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა.
ლაშა ხუციშვილის თქმით, ბიუჯეტი 700 მლნ ლარით გაიზრდება, რისი წყაროც საგადასახადო შემოსავლები იქნება.
2024 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 7 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება; ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 800 მილიონი ლარით განისაზღვრა, საიდანაც 50 მილიონი ლარი ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, 70 მილიონ ლარამდე კი აეროპორტების ინფრასტრუქტურისთვის (ქუთაისი, თელავი, ვაზიანი) მიიმართება; თავდაცვის სამინისტროს გამოეყოფა დამატებით 10 მლნ ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი 50 მლნ ლარი, საიდანაც 20 მლნ ლარი სახანძრო-სამაშველო მანქანებისა და ტექნიკის შესაძენად მიიმართება.