LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის აპრილში საქართველოში ხილი და პურპროდუქტები გაძვირდა

106
ინფლაცია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.4% შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (5.2%), პური და პურპროდუქტები (2.2%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.9%), თევზეული (1.5%), ზეთი და ცხიმი (1.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.2%).

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – ჯგუფში ფასები მომატებულია 1.5%-ით.

ჯანმრთელობის დაცვა – ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (0.7%), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (0.5%) და საავადმყოფოების მომსახურება (0.3%).

ტრანსპორტი – ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (-1.9%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.2%). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.3%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g