LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

112
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

ათასწლეულის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მეთერთმეტედ გამოაცხადა

კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება და მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, შეიმუშაონ და წარადგინონ ინოვაციური პროექტები საინჟინრო-საბუნებისმეტყველო (STEM) დარგებში. 13-დან 17 წლამდე მოსწავლეებს შეუძლიათ 2-4 წევრიანი გუნდების ფორმირება და პროექტების წარდგენა შემდეგ კატეგორიებში:

  • კოსმოსი და ავიაცია
  • კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება
  • გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება
  • ჯანდაცვა და კვება
  • გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.)
  • რობოტექნიკა

მონაწილეთა ნამუშევრებს სპეციალური ჟიური შეაფასებს, რომელიც პროექტების ინოვაციურობას, განხორციელებადობასა და გავლენის მასშტაბს განიხილავს.

კონკურსის შერჩევითი ეტაპების შედეგად სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება:

  • პირველი ადგილის მფლობელი გუნდი გაემგზავრება NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში, აშშ-ში.
  • მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები ჩაერთვებიან საერთაშორისო STEM პროექტებში და მიიღებენ პროფესიულ გამოცდილებას.
  • ფინალისტ გუნდებს სხვადასხვა სპეციალური ჯილდო გადაეცემათ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 მაისი.

კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ხორციელდება ათასწლეულის ფონდის მიერ, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და ლიბერთი ბანკი.

კონკურსში, დაარსებიდან დღემდე, 3500-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g