პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) კვლევის თანახმად, 2025 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი 5.9%-ით შემცირდა. ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა გურიაში, თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში.
ნომრის საშუალო ფასი 101 ლარიდან 390 ლარამდე მერყეობდა. უფრო კონკრეტულად, ოთახის საშუალო ფასმა შეადგინა:
- საოჯახო ტიპის სასტუმროებში – 101 ლარი
- 3 ვარსკვლავიან სასტუმროებში – 144 ლარი
- 4 ვარსკვლავიან სასტუმროებში – 218 ლარი
- 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში – 390 ლარი
ყველაზე მაღალი საშუალო ფასი დაფიქსირდა თბილისში – 531 ლარი, კახეთში – 451 ლარი და შიდა ქართლში – 449 ლარი.
