საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 1.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 82.6% ტურისტები იყვნენ, ექსკურსანტების წილმა კი 13.7 პროცენტი შეადგინა. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.4%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
საანგარიშო პერიოდში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი (16.5%-იანი წილით), ხოლო მესამეზე – სომხეთი (13.0%-იანი წილით).
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით
ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე