საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7.755 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი გაიზარდა 14.2%-ით, ხოლო იმპორტი – 15.7%-ით.
საანგარიშო პერიოდში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები იყო ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი, უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორები კი – აშშ, თურქეთი და რუსეთი.
2025 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო სამეულში მოხვდა: მსუბუქი ავტომობილები, ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები და სპირტიანი სასმელები. საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების, სურათების, ნახატებისა და პასტელების (ხელით შესრულებული) და ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით.