საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტები 1.5 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 8.5%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს – აეროპორტებმა 758.9 ათასი მგზავრი მიიღეს, ხოლო აეროპორტებიდან 778.6 ათასი პირი გაემგზავრა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.7% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა
საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 6000 შეადგინა, რაც 1.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ თითქმის 8000 ტონა შეადგინა, საიდანაც 93% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7% – გაგზავნილი.