გამოქვეყნდა იმ ქვეყნების სია, რომელიც 2025 წელს სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერია.
პირველ ადგილს უახლეს რეიტინგში აშშ იკავებს, მეორე პოზიციაზე რუსეთი განთავსდა და ლიდერთა სამეულს ჩინეთი ასრულებს.
ყველაზე ძლიერთა სიაში მეოთხე ადგილი დაიკავა ინდოეთმა, მეხუთე – სამხრეთ კორეაა, მეექვსე კი – დიდი ბრიტანეთი.
გამორჩეულთა ათეულის ბოლო პოზიციები ასე გადანაწილდა: მეშვიდე – საფრანგეთი, მერვე – იაპონია, მეცხრე – თურქეთი და მეათე – იტალია.
მე-11 ადგილზეა ბრაზილია, მე-12 პაკისტანი, გერმანია მე-14 ადგილს იკავებს, ისრაელი მე -15 და უკრაინა მე-20 პოზიციაზეა.
რეიტინგის ბოლოსკენ ადგილები ასე გადანაწილდა: ბუტანი, ბენინი, აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკა და სომალი.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ სიაში 94-ე ადგილი გვერგო.