2028 წლისთვის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების დროს ლოს-ანჯელესის სტუმრებს საჰაერო ტაქსი მოემსახურება. თამაშის ორგანიზატორებმა უკვე დაადასტურეს კომპანია Archer Aviation-თან თანამშრომლობა და ახალ სერვისზე სწორედ ის იმუშავებს, წერს BBC.
იდეის ავტორთა ინფორმაციით, საჰაერო ტაქსით ფრენის დაჯავშნას მსურველები ისევე შეძლებენ, როგორც ჩვეულებრივი ტაქსის შეკვეთა ხდება. ამისთვის სპეციალურ აპლიკაციას შექმნიან.
საფრენი აპარატი 4 ადამიანს დაიტევს და ისევე აფრინდება როგორც ვერტმფრენი. მფრინავ ტაქსის ერთი არენიდან მეორემდე მისასვლელად 10-დან 20 წუთამდე დრო დასჭირდება, რაც შეეხება ფასებს ღირებულება Uber-ის პრემიუმ ტარიფთან იქნება მიახლოებული.