LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

102
მიხეილ ცაგარელი

ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება დილით, 9:50 საათზე და გასტანს დღის 12 საათსა და 36 წუთამდე. ამ პერიოდში მთვარის ნეგატიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. ეს დრო განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.

ამავდროულად, დღე გეომაგნიტურია – დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები პრობლემებს უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება გახდეს უგუნებობის, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებების მიზეზი. ამ შემთხვევაში, თუ წნევასთან დაკავშირებული პრობლემა გაქვთ, მეტად გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა ან ყავა, რათა ორგანიზმი მოიყვანოთ წესრიგში და თავი უკეთ იგრძნოთ.

დღის რეკომენდაციები – დღეს თავი შეიკავეთ რთული და ხანგრძლივი მოგზაურობისაგან, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ გზაში. უახლოესი ორი დღის განმავლობაში აკონტროლეთ ემოციები. დღეს ასევე შესაძლოა განწყობის ცვალებადობამ იჩინოს თავი და სირთულეები წარმოიქმნას ურთიერთობებში. შესაძლოა დადგეთ ვალის დაფარვის აუცილებლობის წინაშე.

ეს პერიოდი კარგია სპორტული ვარჯიშების კუთხით, ასევე ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებისათვის, მავნე ჩვევებისგან (მათ შორის თამბაქოსგან) გათავისუფლებისათვის. დღე კარგია ქველმოქმედებისთვის და შემოქმედებითი მუშაობისთვის. იურიდიული საქმეებისა და ფოტოგრაფიისთვის. სწრაფად შესრულებადი საქმეებისათვის, ტექნიკასთან კონტაქტისთვის და საქმიანობისათვის. ხელმძღვანელთან ურთიერთობისათვის, მგზავრობისათვის და დასვენებისთვის. ავეჯის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების შესაძენად. მოერიდეთ ტყუილს, ახალი ფეხსაცმლის ყიდვას ან ჩაცმას, სესხის აღებას ან გაცემას, ექოსკოპიის გაკეთებას და თმის შეჭრას. ასევე, წესების დარღვევას, ვინაიდან მოიმატებს დაჯარიმებების ტენდენცია. ნუ იკამათებთ – მაქსიმალურად შეიკავეთ თავი და ნუ იქნებით სულსწრაფი. დღევანდელი სიზმრები ახდება.

პარტნიორული ურთიერთობები – ხასიათში ცოტათი მოიმატებს სენტიმენტალურობა.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ტერფების ზონა, თვალები და მგრძნობელობის ორგანოები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული (გადაუდებელი) აუცილებლობის გარდა, არ არის სასურველი. ნუ გადაღლით და ზედმეტად ნუ დატვირთავთ თვალებს. საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ თხილი, ხილ-ბოსნეული და უცხიმო საქონლის ხორცი. ნუ გადაიღლებით ფიზიკურად.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოიყენეთ მარჯანი, ლალი იაგუნდი, წითელი იასპი და ძოწი. ფერებიდან – დღის განმავლობაში უპირატესობა მეტად მიანიჭეთ იისფერ, მწვანე, ლურჯ და ცისფერ ტონებს. ხოლო დღის მეორე ნახევარში კარგი იქნება წითელი და ყვითელი ტონები, რომლებიც მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ვერძის და ტყუპების ნიშნებისათვის. შედარებით დაძაბულია ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება სჭირდებათ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღევანდელი გეომაგნიტური გამოვლენების მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები