LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

220
მიხეილ ცაგარელი

მზე იმყოფება კომუნიკაბელურ და აქტიურ ტყუპების ნიშანში, ხოლო მთვარე გადადის მეტად ემოციურ, მგრძნობიარე, რომანტიკულ და ძალიან ინტუიციურ თევზების ზოდიაქოში. ამ ნიშნების გავლენა დღის განმავლობაში აისახება თითოეული ჩვენგანის ხასიათზე. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და დაიცავით საზოგადოებაში მიღებული წესები.

დღის რეკომენდაციები – ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, თუ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული მის წარმატებაში. გაითვალისწინეთ, რომ დღეს ადამიანებში საგრძნობლად იმატებს კრეატიულობა, ინტუიცია და იდუმალებისადმი ლტოლვა. ასევე ფრთხილად იყავით – დღეს საიდუმლო საქმეები და სასიყვარულო საიდუმლოებები ადვილად გამოაშკარავდება, რამაც შემდგომში შესაძლოა ფრიად დიდი გაუგებრობები და უსიამოვნებები გამოიწვიოს.

დღევანდელი დღე სასიკეთოა შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად, მგზავრობის, მოგზაურობის, ექსკურსიებისა და ტურისტული ლაშქრობებისათვის. კარგია კაპიტალდაბანდებების განხორციელება, წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება, ქორწინება, უცხოელებთან კონტაქტების დამყარება, ნადირობა და თევზაობა. პოზიტიური დღეა სანტექნიკისა და სხვა ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად, წყლის გაყვანილობის გასაკეთებლად და სახლის მშენებლობისთვის. დღე ხელს უწყობს ფოტოგრაფიას, მებაღეობასა და ხელის თხოვნას (ნიშნობას). მოერიდეთ ახალი ფეხსაცმლის შეძენას ან პირველად ჩაცმას. არ არის სასურველი სესხის აღება ან გაცემა, ახალი მნიშვნელოვანი საქმის დაწყება.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით დღეს სუსტდება ფეხის ტერფების ზონა, მხედველობა და ლიმფური სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) დღეს არ იქნება სასურველი.

ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ მარგალიტი, ალექსანდრიტი, შავი აგატი და ამეთვისტო – ეს ქვები მეტად მოიზიდავენ და თქვენთან რეზონანსში მოიყვანენ სასიკეთო ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. რაც შეეხება ფერებს, ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ ლურჯ, მწვანე, ვერცხლისფერ, იისფერ და ფირუზისფერ ტონებს – ეს ფერი გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითი და პოზიტიურია ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით რთული და დაძაბულია ვერძის, ტყუპებისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები