LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

223
მიხეილ ცაგარელი

გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები პრობლემებს უქმნიან ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება გახდეს თავის ტკივილების, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებების მიზეზი. ამ შემთხვევაში მეტად აკონტროლეთ და გაიზომეთ წნევა, აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა ან ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი, რათა მოიყვანოთ წესრიგში ორგანიზმი.

დღის რეკომენდაციები – დღე მთლიანობაში ძალიან კარგია მუსიკალური, სპორტული და პოეტური მოღვაწეობისა თუ შესაბამისი ღონისძიებებისათვის, გეგმაზომიერი მუშაობისა და იურისტებთან კონსულტაციისთვის. ხელს უწყობს უცხო ენების ათვისებასა და საერთო მეგობრების გაცნობას. დღევანდელი დღე ასევე პოზიტიურია მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, ნადირობისა და თევზაობისათვის, ექსპერტიზისთვის, კოლექციის შესაგროვებლად, სარესტავრაციო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის. რაც შეეხება სიზმრებს, დღევანდელი სიზმრები ახდებიან უახლოესი 20 დღის განმავლობაში. დღის განმავლობაში მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ვაჭრობას, გაცვლით ოპერაციებს, ქორწინებას, ახალი კავშირების დამყარებასა და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღებას.

ჯანმრთელობა – დღეს ეფექტურია კუჭ-ნაწლავისა და მკერდის არეს მკურნალობა, ასევე კანისა და ფრჩხილების მოვლა. თუმცა, ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კბილების ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) არ იქნება სასურველი. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას და მკვეთრ მოძრაობებს. ასევე არ არის სასურველი პიგმენტური ლაქების მოშორება.

ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და ოპალი – ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენს სასიკეთო ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. რაც შეეხება ფერებს, ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ ყავისფერ, ყვითელ, ბეჟ, მწვანე და ნაცრისფერ ტონებს. ეს ფერები, როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში, გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ვერძისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის წარმატების კუთხით დღე საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები