LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

118
მიხეილ ცაგარელი

ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც ღამის პირველ საათზე დაიწყება და გასტანს 24 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ენერგია ამცირებს კონცენტრაციის უნარს, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს. შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს.

დღეიდან 9 აგვისტომდე გონების, ინტელექტისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური გადაინაცვლებს კირჩხიბის ზოდიაქოში. ამ ზეგავლენის შედეგად, იგი მეტად განავითარებს ადამიანებში ისეთ თვისებებს, როგორიცაა: ემოციურობა, მგრძნობიარობა, ინტუიცია, ფოტოგრაფიული მეხსიერება, დახვეწილი იუმორის გრძნობა; გააძლიერებს ტრადიციებისადმი მიდრეკილებას, სამშობლოს პატრიოტიზმს, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის უნარს. ასევე განავითარებს ნეგატიურ თვისებებსაც: გარკვეულ შინაგან შიშებს, ტყუილისადმი მიდრეკილებას, ფიქრებს წარსულზე, ასევე ხასიათცვალებადობას. ამ ნეგატიურ ტენდენციებს, როგორც ხელისშემშლელ ფაქტორებს, სჭირდება მეტი ყურადღება.

დღის რეკომენდაციები – დღეს ყურადღებას ნუ მოადუნებთ. დღე სასიკეთოა იურიდიული საქმეებისთვის, უცხოელებთან კონტაქტისათვის (მათ შორის საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე). კარგი დღეა მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, ექსკურსიებისთვის, ტურისტული ღონისძიებებისათვის; ხელს უწყობს ვარჯიშებსა და სპორტულ ღონისძიებებს. ნეგატიური დღეა მშენებლობისთვის, სისხლის გადასხმისთვის. დღევანდელ სიზმრებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას.

ჯანმრთელობა – შედეგიანია ფილტვების, ბრონქების, მეტყველებისა და მხრების მკურნალობა, ასევე სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ზონა. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ ავოკადო, ვაშლი, ბროკოლი და რძის ნაწარმი.

დღის მინერალები და ფერები – დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს ფირუზი, სარდიონი, ქარვა, ამეთვისტო. ფერებიდან სასურველია წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები