LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

3052
მიხეილ ცაგარელი

მზე იმყოფება ტყუპების ფრიად აქტიურ, ენერგიულ, მხიარულ და ოპტიმისტურ ნიშანში, ხოლო მთვარე გადაინაცვლებს მეტად ორგანიზებულ, დისციპლინირებულ, პრაქტიკულ და პასუხისმგებლობით აღსავსე თხის რქის ზოდიაქოში. აღნიშნული ტენდენციები, ამ ზეგავლენის შედეგად, მეტად გამოვლინდებიან დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში.

დღის რეკომენდაციები – დღეს კარგია საყოფაცხოვრებო საქმეების კეთება. ამავდროულად, შესაძლებლობისდაგვარად იცხოვრეთ თავისუფალი გრაფიკით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მოთმინება და შრომისუნარიანობა დღეს აუცილებლად დაფასდება. ახალი გეგმები კი აუცილებლად უნდა გაასაიდუმლოოთ. დღე კარგია მოკლე მოგზაურობისთვის, პარტნიორულ ურთიერთობებში კონტაქტების გამყარებისთვის, კარგად მოფიქრებული და პრაგმატული საქმეებისთვის, უძრავი ქონებისა და მანქანის ყიდვა-გაყიდვისათვის. პერიოდი სასიკეთოა მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისთვის (მათ შორის თამბაქოსთვის), ნადირობის, თევზაობისა და ნებისმიერი სახის ექსპერტიზის ნაყოფიერად ჩატარებისთვის. ასევე, თუ გაქვთ სურვილი, დღე ხელს უწყობს ექიმებთან კონსულტაციასა თუ მკურნალობის დაწყებას. რაც შეეხება სიზმრებს, დღევანდელი სიზმრები მიგვანიშნებენ თქვენი ცხოვრების შემდგომი წარმატებების შესახებ.

არ არის სასურველი ტატუს გაკეთება, მანუალური მასაჟი და ფინანსური ოპერაციების ჩატარება. დღე არ სწყალობს ხელმძღვანელებსა და გავლენიან პირებთან ურთიერთობებს, ვაჭრობასა და გაცვლით ოპერაციებს. ასევე არ არის სასურველი ქორწინება, ახალი კავშირების დამყარება, სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება და სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა). 

ჯანმრთელობა – დღეს ეფექტურია კუჭ-ნაწლავისა და მკერდის არეს მკურნალობა, ასევე კანისა და ფრჩხილების მოვლა. თუმცა, ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კბილების ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) დღეს არ იქნება სასურველი. დღის განმავლობაში მოერიდეთ ხორცეული ნაწარმის, თხილის, თაფლისა და სხვა ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღებას. მოერიდეთ პიგმენტური ლაქების მოშორებას, ყურების გახვრეტას, მკვეთრ მოძრაობებსა და სიმძიმეების აწევას.

ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და ოპალი – ეს ქვები, მათი ტარების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ სასიკეთო შესაძლებლობებს. რაც შეეხება ფერებს, ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ ნაცრისფერ, ყავისფერ, ყვითელ და მწვანე ტონებს. ეს ფერები, როგორც ერთმანეთთან კომბინაციაში, ისე ცალ-ცალკე, გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიური და დადებითია ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის წარმატების კუთხით დღე საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები