LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1315
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება კომუნიკაბელურ, ორატორული მონაცემებით აღსავსე ტყუპების ზოდიაქოში, ხოლო მთვარე გადაინაცვლებს მეტად მებრძოლი სულისკვეთების, უშიშარი ხასიათისა და ზეაქტიური ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. ეს ტენდენციები ამ ზეგავლენის შედეგად მეტად იჩენენ თავს თითოეული ჩვენგანის ხასიათში.

დღის რეკომენდაცია – დღევანდელი მოვლენები მეტწილად კარმულ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული – ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ და თავისთავად აკონტროლეთ საკუთარი ხასიათი, რადგან მოსალოდნელია ემოციების, აგრესიის, მოუთმენლობისა და ეგოიზმის გამოვლენა. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, მოერიდეთ თმის შეჭრას, სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებასა და პლასტიკურ ოპერაციებს. ნუ დაარღვევთ წესებს, რადგან დაჯარიმების ტენდენცია დღეს საკმაოდ მაღალია. დღევანდელი დღე არ ვარგა ქორწინებისათვის, საფინანსო ოპერაციების ჩატარებისათვის, კაპიტალდაბანდებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისათვის. სამაგიეროდ, დღე სასიკეთოა სწრაფად შესრულებადი საქმეებისათვის, ტექნიკასთან ურთიერთობისათვის, ხელმძღვანელებთან კონტაქტისათვის, მგზავრობა-მოგზაურობისათვის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად.დღევანდელ სიზმრებს ნუ დაუჯერებთ.

პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორულ ურთიერთობებში ნუ გამოავლენთ ზედმეტ სიჯიუტეს, ძალაუფლებისადმი გადამეტებულად მიდრეკილებას, უფლებების შეზღუდვასა და დიქტატორულ თვისებებს.

ჯანმრთელობა – დღევანდელ დღეს ეფექტურია ყელის, ენდოკრინული სისტემისა და თირკმელების მკურნალობა. ჯანმრთელობის კუთხით დღეს სუსტდება თავის ზონა, სისხლძარღვოვანი სისტემა და გრძნობათა ორგანოები, მათ შორის ცხვირი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, დღეს არ იქნება სასურველი.დღეს მაქსიმალურად მოერიდეთ ყავის, ხორცპროდუქტების, ალკოჰოლური სასმელების მიღებას.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოიყენეთ ლალი (იაგუნდი), წითელი იასპი და ბრილიანტი. ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან უპირატესობა მიეცით წითელ, ყვითელ და ნარინჯისფერ ტონებს. ეს ფერები, ერთობლივ კომბინაციაში თუ ცალ-ცალკე, მაქსიმალურად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე დადებითად აისახება ლომისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით ნეგატიური და დაძაბულია დღეა თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღევანდელი რთული გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის წარმატების კუთხით დღე საშუალო შედეგებით წარიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები