LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2029 წლისთვის Audi-ს ყველა ქარხანაში ელექტროქარებს აწარმოებენ

124
audi

კომპანია Audi-მ მომავალი ელექტროფიკაციის გეგმები გაამხილა. როგორც გაირკვა, მომავალი ათწლეულის ბოლოსკენ გერმანული ბრენდი მთელს მსოფლიოში მიმოფანტულ ქარხნებში ელექტროქარების წარმოებას დაიწყებს, ხოლო კიდევ რამდენიმე წელში ბენზინის ძრავიან მანქანებზე საბოლოოდ უარს იტყვის. უფრო ზუსტად, შიდა წვის ძრავის საბოლოოდ გაქრობა 2033 წლიდან იგეგმება.

ამ დროისთვის Audi ელექტროქარებს ორ ქარხანაში აწარმოებს: გერმანიაში და ბელგიაში. ხოლო მომავალი 6 წლის განმავლობაში წარმოება მექსიკას, უნგრეთს და გერმანიის სხვა ქალაქებსაც მოიცავს.

გარდა ამისა, Audi ჩინეთშიც აშენებს ქარხანას და ელექტრომობილებს მომავალში იქაც ააწყობენ. ჩანჩუნის საწარმო ექსპლუატაციას 2024 წლის ბოლოდან დაიწყებს და პერსონალის გადამზადებაზე Audi-მ 500 მილიონი ევრო დახარჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები