LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21-ე საუკუნეში კუდიანებზე ნადირობენ? – რუსეთში ანტენებს მასობრივად წვავენ

323
ANTENEBI

რუსეთში კავშირგაბმულობის ანტენების დაწვა მასობრივად დაიწყეს. ანტენების დაწვა კი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გავრცელდა თეორია, რომ ეს ყველაფერი კორონავირუსის გავრცელებასთან კავშირშია.

ანტენების გამანადგურებლებს არ სჯერათ, რომ კორონავირუსი არსებობს და მიიჩნევენ, რომ მოგონილია „დაჩიპისთვის“. ათასობით ადამიანი მობილური კავშირის გარეშეა დარჩენილი.

ანტენებს წვავენ ჩრდილოეთ ოსეთშიც. რესპუბლიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ 5G დასხივებისთვის გამოიგონეს.

შეგახსენებთ, 5G ანტენების დაწვა, დაიწყეს სხვა ქვეყნებშიც. მათ შორის იყო დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები.

5G და კორონავირუსი - დიდ ბრიტანეთში ანძებზე ნადირობა გამოცხადდა

ერთ-ერთი ვერსიით, 5G ქსელი "ახალი კორონავირუსის" გააქტიურებას, მუტაციას, ადამიანის ფილტვებიდან ჟანგბადის შეწოვას იწვევს.

ეს ყველაფერი უკვე შუა საუკუნეების კუდიანებზე ნადირობას ემსგავსება.

მეცნიერები ძველებურად ამტკიცებენ, რომ ანტენებს ადამიანების ჯანმრთელობაზე ცუდი გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ და ეს ყველაფერი მხოლოდ ადამიანების განვითარებას ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g