დღეს, 21 ივლისს, ოთო ნემსაძე რესტორან „შუაგულში“ კონცერტს გამართავს. ოთო თავისი რეპერტუარიდან წარადგენს როგორც ქართულ სიმღერებს, ალბომიდან, რომელიც ოთარ რამიშვილის კომპოზიციების ვერსიებს მოიცავს, ასევე უცხოური სიმღერების ქავერებსაც.
ოთო ნემსაძის კონცერტზე, როგორც შევიტყვეთ, დასწრება თავისუფალია.
როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, კონცერტი რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით გაიმართება.
