LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

208
ოთარ ცინდელიანი (1)

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.

„კაიფში“ ვიყავი, ჩხუბი ელემენტარულზე დავიწყეთ – მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი“ – ექსპერტის ინფორმაციით, ლილოში მოკლული 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის საფეთქლიდან დანის წვერია ამოღებული

მოსამართლემ ცინდელიანი დამნაშავედ ცნო გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული: „ვინანიებ… აღარაფერი მაქვს სათქმელი“

„ვინანიებ… აღარაფერი მაქვს სათქმელი“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე, დასკვნითი სიტყვისას 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა, ოთარ ცინდელიანმა. ბრალდებული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დუმილის უფლებით სარგებლობდა. მას შემდეგ, რაც მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მხარეების პოზიციები მოისმინა, განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. „ხე­ლე­ბი სულ გა­დაჭ­რი­ლი ჰქონ­და. ფეხი, ხელი, თავი, სულ ყველაფერი… დაგვღუპა ორ-ორი ოჯა­ხი – ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა […]

საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე სხდომის დაწყებამდე აცხადებდა, რომ საქმეზე არაერთი უტყუარი მტკიცებულებაა მოპოვებული, რითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა ცინდელიანმა 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობა შერაცხად მდგომარეობაში, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა.

„ქეთევან ჯავახიშვილი ოთარ ცინდელიანმა ფაქტობრივად დაჩეხილ მდგომარეობაში დატოვა. 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მას დანა იმ დოზით ჰქონდა დარტყმული, რომ მისგან დანის წვერი სამედიცინო ექსპერტიზით იქნა ამოღებული“ – პროკურორი ლილოში მომხდარ მკვლელობაზე

დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს დანაშაული გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია. ამასთან, მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენასაც გამორიცხავდა.

ცნობისთვის, ქეთევან ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთევან ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

„მამამ შვილი ორმოში ნახა“ – რას ამბობენ ახლობლები 22 წლის ახალგაზრდა გოგოს მკვლელობის საქმეზე

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g