LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 აპრილიდან ველოდებით ასტრაზენეკას მეორე პარტიის, 86 ათასი დოზის შემოსვლას: ამირან გამყრელიძე

82
ამირან გამყრელიძე

“22 აპრილიდან, ასევე არსებობს დასტური და დოკუმენტაციაც, ველოდებით ასტრაზენეკას მეორე პარტიას, 86 ათასი დოზის შემოსვლა, რომლითაც აიცრებიან განმეორებით ის ადამიანები, რომლებიც პირველ ჯერზე აიცრებიან არსებული 40 ათასით”, – აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გააკეთა.

მისივე განცხადებით, “აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში ერთჯერადად აცრილი იქნება ქვეყანაში, სულ მცირე, სადღაც 100 ათასი ადამიანი”.

“ფაიზერის” ვაქცინა ხვალ უნდა შემოვიდეს საქართველოში: ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძემ “ასტრაზენეკას” ვაქცინა საჩხერის სამედიცინო დაწესებულებაში საჯაროდ გაიკეთა

ვაქცინაციის პროესი ქვეყანაში 15 მარტს დაიწყო. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცრებიან. საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კი, უკვე 25 მარტიდან ვაქცინით აიცრებიან 65 წელს ზემოთ მყოფი პირები

 “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერს” შორის არჩევანს მომხმარებელი გააკეთებს – 25 მარტიდან ვაქცინაციის პროგრამა ფართოვდებასაქართველოში გამოკითხულთა 53% აცხადებს, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგია – NDI

“ერთ-ერთი მთავარი იარაღია ვაქცინაცია, ასეთ ომში მდგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები” – მიტროპოლიტი დიმიტრი

mazda magti 5g