LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 ოქტომბერს მოსამართლემ რუსთავი 2-ის საქმეზე, შესაძლოა, განაჩენი გამოაცხადოს

31

“რუსთავი 2″–ის პროცესი 22 ოქტომბერს განახლდება. ეს გადაწყვეტილებაც მოსამართლე ურთმელიძემ მიიღო. შესაძლოა მოსამართლემ საქმეზე განაჩენი სწორედ ხუთშაბათს გამოაცხადოს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, 7 საათიანი პროცესის განმავლობაში რუსთავი 2–ის ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მხოლოდ ერთი მათგანი არ დაკმაყოფილდა. მოსამართლემ მისი აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზეც უარი თქვა.

ისურისტების ვრცელ შუამდგომლობას თან ვიდეო და ფოტო მასალაც ქონდა დართული, სადაც ის რეპორტაჟები შევიდა, რომელიც მოსამართლის დედის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ დევნას ეხებოდა,თუმცა მოსამართლემ განაცხადა, რომ “დედა ოჯახის წევრი არ არის“. მისი მეუღლის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას კი გაემიჯნა.

ურთმელიძემ გვარამიას სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა მას მიმართა. გვარამიამ განაცხადა, რომ ის ნანობს იმ შეცდომას, როდესაც მან მხარი დაუჭირა თამაზ ურთმელიძის მოსამართლედ დანიშვნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g