დღეს კონსტიტუციის მიღების დღეა. 22 წლის წინ, 24 აგვისტოს პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო. დოკუმენტი ძალაში კი იმავე წელს, 1995 წლის ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა.
საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია სათავეს 1921 წლის 21 თებერვლიდან იღებს, როდესაც ქვეყნის პირველი კონსტიტუცია დამტკიცდა. მაგრამ ამ დოკუმენტმა მხოლოდ ოთხი დღე იმოქმედა. 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა და სსრკ-ს შეუერთა.
1993 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ შემუშავებულიყო 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი. საბოლოოდ ახალი კონსტიტუციის პროექტი 22 წლის წინ, დღევანდელ დღეს დამტკიცდა.
1995 წლიდან დღემდე კონსტიტუციაში ცვლილება 33-ჯერ შევიდა. ამჯერად მმართველი გუნდი ახალი კონსტიტუციის მიღებაზე მუშაობს. დოკუმენტი ორი მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო. მესამე მოსმენა კი 2017 წლის საშემოდგო სესიაზე გაიმართება.
