LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათთან, ვინც ცდილობს გავიდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, დიალოგი არ იქნება – პრემიერი

93
მამუკა-ბახტაძე-22

“ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, ვინც პატივს სცემს ამ ქვეყნის მომავალს და პატივს სცემს კონსტიტუციას”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“იმათ ვისი ქცევაც იყო პროვოკაციული, რომლებიც მოტივირებული არიან მუდამ, რომ გავიდნენ საქართველოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათთან ბუნებრივია, დიალოგი არ იქნება, მათ კანონი გასცემს შესაბამის პასუხს”, – განაცხადა ბახტაძემ.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება და საარჩევნო ბარიერი იქნება ნულოვანი. პროპორციულ სისტემაზე გადასცვა იყო პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა. ამ საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს არ უსაუბრია, მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები