LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ოთხი წევრით დაკომპლექტდა

68
FORTUNA.GE-

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ოთხი წევრით დაკომპლექტდა.

კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს იმსჯელა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრა 4 წევრით. პროპორციული კვოტები კი ასე გადანაწილდა – ფრაქცია “ქართული ოცნება” 2 წევრი, უფრაქციო პარლამენტის წევრი ასევე 2 წევრი.

სხდომაზე შეფასებებიც გაკეთდა. როგორც უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა აღნიშნა, კომისია ყველასთვის გახსნილია და ოპოზიციის წარმომადგენლებს, მომავალშიც ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში:

“ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც წესით, უკვე კომისიაში უნდა იყოს შემოსული და ამ ეტაპამდე არ მიუღია გადაწყვეტილება, სურვილის შემთხვევაში, მომავალშიც ექნება შესაძლებლობა, კომისიას შემოუერთდეს და მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს.” – განაცხადა კახიანმა.

კომიტეტის წევრმა, გივი მიქანაძემ კი თქვა, რომ თუ სხვა ოპოზიციური წარმომადგენლები არ მოისურვებენ მონაწილეობას, პროცესი მაინც უნდა გაგრძელდეს და კომისიამ განახორციელოს სრულმასშტაბიანი შესწავლა:

“ასევე არ არის აუცილებელი კომისიის წევრობა, ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ადგილობრივს თუ საერთაშორისოს, ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს მოვუწოდებთ, თუკი რაიმე მამხილებელი ფაქტები და მასალები აქვს, კომისიის წინაშე წარადგინონ და მათ კომისია დეტალურად შეისწავლის”. – განაცხადა მიქანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები