ნიუ-იორკში მცხოვრებ 22 წლის მუნტერ ომარ სალეჰს ტერორიზმის მხარდაჭერისთვის და სამართალდამცველებზე თავდასხმისთვის 18-წლიანი პატიმრობა და 10-წლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იუწყება.
გამოძიების ვერსიით, სალეჰი „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ტერაქტის მოწყობას გეგმავდა.
„სალეჰი სხვა პირებთან შეთქმულებაში შევიდა, რათა ნიუ–იორკში ტერაქტი მოეწყო, მონაწილეობდა სამართალდამცველებზე თავდასხმის მცდელობაში,“ – განაცხადა გენერალური პროკურორის თანაშემწემ, ედვარდ ო’კალაგანმა.
სალეჰი და მისი თანამზრახველი, ფარიდ მუმუნი, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საომრად წასვლას გეგმავდნენ.
სალეჰმა ყველა ბრალდება აღიარა. ის 2015 წლის ივლისში დააკავეს.