Reuters-ის ცნობით, ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2200-ს აჭარბებს.
ვიდეო: ვენესუელაში მაშველებმა, მიწისძვრიდან 6 დღის შემდეგ, 3 წლის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს – მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 943-მდე გაიზარდა
მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 943-მდე გაიზარდა.
ქვეყნის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, მიწისძვრის შედეგად 2295 ადამიანი დაიღუპა.
ასევე, 40 500-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა, რომ 11 000-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია.
ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.
