BBC-ის ინფორმაციით, ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 943-მდე გაიზარდა, დაშავებულია 10 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ათიათასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
დამანგრეველი მიწისძვრიდან ექვსი დღის შემდეგ იორდანიიდან ჩასულმა სამაშველო ჯგუფმა განაცხადა, რომ ნანგრევებიდან სამი წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.
