LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-3 დღეს ვენესუელაში მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ჩვილი ცოცხალი ამოიყვანეს – დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა

147
ვენესუელა

დასავლური მედიის ცნობით, ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა.

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა – დაშავდა 3 360 ადამიანი

ამის შესახებ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა.

ქვეყანაში დამატებით უცხოური სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლება ყველაზე მეტად დაზარალებულ სანაპირო რაიონებში გადარჩენილების ძებნას აგრძელებს.

მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან ჩვილი ცოცხალი ამოიყვანეს, ინფორმაციას და კადრებს BBC ავრცელებს.

სოციალურ ქსელში ვრცლდება მეორე ჩვილის გადაარჩინის კადრებიც. მედია წერს, რომ ჩვილი, ამერიკულმა სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა გადაარჩინეს.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

არსებული ცნობებით, დაშავებულია 3360-ზე მეტი ადამიანი.

შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები