გაიგეთ, რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:
ვერძი
გასულ კვირას დაწყებული უთანხმოება ამ კვირაში შეგიძლიათ მოაგვაროთ. ამისთვის ერთადერთი გზა გულახდილობა დ გახსნილი გონებით მიდგომაა. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორისგან ბევრი რამით განსხვავდებით, ამ განსხვავებულობას დააფასებთ და ისე მიიღებთ, როგორც არის.
კურო
ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს ურთიერთობაში რაღაც გაბრკოლებთ და გძაბავთ. ამ მიზეზის აღმოსაფხვრელად ერთი გზა გაქვთ-გააცნობიერეთ და გადალახეთ შიშის ფაქტორი. გამოუტყდით საკუთარ თავს, რა გაშინებთ ყველაზე მეტად? გამოდით კომფორტის ზონიდან და განმუხტეთ ვითარება.
ტყუპები
გაზრდილი პასუხისმგებლობები რომანტიკულ გუნება-განწყობას ამ კვირაში დაგიქვეითებთ. თქვენი ამბიციები ერთგვარ ტვირთად დაგაწვებათ. ამ კუთხით პარტნიორისგან მხარდაჭერას ნუ დაელოდებით, რადგან იგი ამ ურთიერთობაში არსებული დაძაბულობის განეიტრალებას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს.
კირჩხიბი
თუ უკვე გყავთ პარტნიორი, ამ კვირაში სასიხარულო ამბავს გაიგებთ, რაც სამსახურებრივ წინსვლას უკავშირდება. ამ სიახლით ორივე მხარე იხეირებთ. შეგიძლიათ ეს თანხა საინტერესო ინვესტიციად აქციოთ.
ლომი
ეს კვირა ლომებისთვის ნაყოფიერი იქნება. თუ ჯერ ისევ ეძებთ მეორე ნახევარს, შანსი გაქვთ პოტენციური პარტნიორი გაიცნოთ. თქვენი მთავარი პრობლება ჩაკეტილობაა, ეცადეთ ოდნავ მაინც გაიხსნათ ახალგაცნობილ ადამიანთან და თამამათ ჩაებათ საუბარში.
ქალწული
ქრონიკული ოჯახური პრობლემის გამო ურთიერთობაში კვლავ დაძაბულობა გაქვთ. გგონიათ, ვერ იღებთ საკმარის ყურადღებას და სიყვარულს, თუმცა ამ ყველაფრის მიზეზი არა პარტნიორში, არამედ თქვენშია. ამ დაძაბულობის გამო, თქვენი ხასიათი და ქმედებები განსხვავებულია.
სასწორი
თუ მარტო ხართ, ამ კვირაში შანსი გაქვთ სტატუსი შეცვალოთ. მოსალოდნელია პაემანი ახალგაცნობილ ადამიანთან. ხოლო თუ უკვე გყავთ პარტნიორი, კამათი არ აგცდებათ თუმცა ეს არ შეცვლის ურთიერთობაში არაფერს. შესაძლოა, ამ კამათის მერე კარგადაც იხალისოთ.
მორიელი
პირად ცხოვრებაში არსებული მოცემულობა არ გაკმაყოფილებთ. მეტს ითხოვთ, მაგრამ არაფერს აკეთებთ ამისთვის. შესაძლოა, გგონიათ, რომ პარტნიორი საკმარისად არ გაფასებთ და საჭირო ყურადღებას არ გამოხატავს. თუ ეს ფაქტორი გაწუხებთ, დაელაპარაკეთ.
მშვილდოსანი
თუ თქვენ სასიყვარულო ცხოვრებას სექსდრაივი აკლია, ცვლილებებზე იფიქრეთ. სამშაბათიდან არსებული უხალისობა შეიცვლება. თუ ახლა აწყობთ კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობას და ლოდინმა დაგღალათ, პირველი ნაბიჯი თქვენ გადადგით.
თხის რქა
კომუნიკაციის პრობლემა გაქვთ. გიჭირთ ემოციების და გრძნობების გამოხატვა. თუ არეული გაქვთ გონება, რანჟირების გზით, ყველაზე დიდსა და მთავარზე კონცენტრირდით. მიეცით მჩქეფარე ემოციებს გასაქანი.
მერწყული
მერწყულების ცხოვრებაში სიახლეების დრო დგება. თუ პირად ურთიერთობაში რამის შეცვლა გსურთ, ეს ნაბიჯი ამ კვირაში გადადგით. რაც არ უნდა მოიმოქმედოთ, ყველაფრისგან პოზიტიურ შედეგს მიიღებთ.
თევზები
ამ კვირაში თავდაჯერებულობაში ეჭვი შეგეპარებათ. ამის მიზეზი ის არის, რომ რასაც გასცემთ, ანალოგიურს ვერ იღებთ. ეს გაუგებრობა კვირის ბოლოს დასრულდება. გამოიყენეთ ეს კვირა და გაერკვიეთ საკუთარ თავში.