LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23 ნოემბრამდე ქუთაისის შემოსავლელ გზაზე ავტოტრასნპორტის მოძრაობა შეიზღუდება

19

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოსავლელ გზაზე სამუშაოების წარმოება გრძელდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ნოემბრის 08:00 საათამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის 216-ე კმ-დან (სოფ. ნახშირღელე) ქუთაისის შემოსავლელ გზაზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება, არსებულ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე (ძველი მიმართულება), ქ. ქუთაისის გავლით.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან ერთად.

fortuna.ge