ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება და 24 საათამდე გასტანს. ამ პერიოდში მთვარის უარყოფითი ენერგია იწვევს ყურადღების დაქვეითებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე მოთხოვნილია როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის.
დღის რეკომენდაცია – ნუ დაიწყებთ დღეს ახალ საქმეებს და ნუ გასცემთ დაპირებებს. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, სესხის აღებას ან გაცემას. ნუ იყიდით და ნუ ჩაიცვამთ ახალ ფეხსაცმელს. ნუ აჰყვებით ტყუილებს, ფანტაზიებს და ნუ იფიქრებთ წარსულზე. დაიცავით საიდუმლოებები, რადგან დღეს ყველაფერი ფარული ადვილად მჟღავნდება. დღევანდელ სიზმრებს ნუ დაუჯერებთ.
დღე პოზიტიურია მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის და იურიდიული საკითხების მოგვარებისთვის. კარგია სასამართლო პროცესების წარმოება, კონტრაქტების გაფორმება, ქველმოქმედება და კაპიტალდაბანდება. ხელსაყრელი დროა სპონსორების საძიებლად, ქორწინებისთვის და შემოქმედებითი საქმიანობისთვის (განსაკუთრებით ფოტოგრაფიისა და კულინარიის მიმართულებით). წარმატებული იქნება მიმართვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისადმი.
პარტნიორული ურთიერთობები – მოიმატებს ერთმანეთისადმი მზრუნველობა.
ჯანმრთელობა – სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემები, ტერფების ზონა და მხედველობა. ამ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციების ჩატარება, გარდა უკიდურესი აუცილებლობისა, დღეს არ არის რეკომენდებული. ამასთან, არ არის სასურველი ანალიზების ჩაბარება და ექოსკოპია.
დღის ფერები და მინერალები – დადებითი კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ მარგალიტი, ალექსანდრიტი, შავი გაგატი ანუ გიშერი, ამეთვისტო და მარჯანი. ფერებიდან, ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ იისფერ, ვერცხლისფერ, ლურჯ, ფირუზისფერ და მწვანე ტონებს – ეს ფერები გააძლიერებს თქვენს შარმს და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. შედარებით დაძაბულია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე, წარმატების კუთხით საშუალოა.