LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23-ში ჩემს შვილს დაბადების დღე აქვს, ვთხოვეთ ღარიბაშვილს 34 წელს იქ ნუ შეახვედრებთ, ამანაც თუ არ გაჭრა, სახლში აღარ გავჩერდებით – გახელაძის დედა

368
BeFunky-collage (12)

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის დედა აცხადებს, თუ შვილს თავის დაბადების დღემდე, 23 ივნისამდე არ გაათავისუფლებენ, ოჯახი აქციებს გამართავს.

ნანა ბუნტური ამბობს, რომ პრემიერმინისტრი ოჯახს დაპირდა, რომ გახელაძეს თვის ბოლომდე გაათავისუფლებდნენ.

“პირადად ღარიბაშვილი დაგვპირდა, თვის ბოლომდე გამოუშვებენ ჩვენს შვილს, მაგრამ არც მაგან გაამართლა და მოგვატყუა ისევ. 23-ში ჩემს შვილს დაბადების დღე აქვს, ჩვენ ესეც ვუთხარით ღარიბაშვილს, რომ თვის ბოლოს თუ არა 23-ში დაბადების დღე აქვს, 33-სას გაიტაცეს და 34 წელს იქ ნუ შეახვედრებთ ჩემ შვილს. თუ არც ამ თხოვნამ არ გაჭრა 23-ში სახლში აღარ გავჩერდებით.

დავგეგმავთ აქცია იქნება, თუ რამე სხვა, არ ვიცი რა იქნება, მაგრამ სახლში ნამდვილად არ გავჩერდებით და ფეხით ჩავალთ ცხინვალის ციხეში”,- აცხადებს ზაზა გახელაძის დედა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g