LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24-30 აპრილის სასიყვარულო ჰოროსკოპი

257

გაიგეთ, რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:

ვერძი

ამ კვირაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ, რაც პირად ცხოვრებას უკავშირდება. თუ ბოლო კვირების განმავლობაში ურთიერთობის სტატუსის გარკვევას ცდილობდით, ახლა უკვე ყველაფერი ნათელი გახდება. მიღებული ინფორმაციის ფონზე, თქვენი თავდაჯერებულობაც მოიმატებს.

კურო

პარტნიორმა, შესაძლოა, დროებით პაუზის აღება გადაწყვიტოს, რათა საკუთარ თავსა და გრძნობებში გაერკვეს. ამ წინადადებამ არ დაგაბნიოთ, რადგან ეს ნაბიჯი ნეგატიურ შედეგს არ მოიტანს. მიეცით დრო და თავადაც განმარტოვდით.

ტყუპები

თუ მარტო ხართ, ამ კვირაში დიდია იმის ალბათობა, რომ მეგობრული ურთიერთობა სულ სხვა ფაზაში გადავიდეს.  ასევე, თუ სახლში ჯდომის ნაცვლად, დიდ დროს გარეთ, მეგობრების წრეში, სხვადასხვა გასართობ ადგილას გაატარებთ, საინტერესო ადამიანის გაცნობის შანსს გვერდს ვერ აუვლით.

კირჩხიბი

ამ კვირაში სკეპტიციზმი შეგაწუხებთ, რაც პარტნიორის ნდობასთან არის დაკავშირებული. ამის განმაპირობებელი წვრილმანი ფაქტორები ხელს გიშლით კომფორტულად იურთიერთობოთ მასთან. სასურველია, დუმილის ნაცვლად, დაელაპარაკოთ.

ლომი

გრძნობების გამომჟღავნების შიშის გამო, მთელ პოზიტივს გზას უღობავთ და ტონუსში ვარდებით. ნაცვლად ამისა, თამამად თქვით ის, რაც გულით გსურთ მას გაუმხილოთ. ამ გზით, უფრო გაიმარტივებთ ცხოვრებას და ურთიერთობასაც.

სასწორი

ეს კვირა საუკეთესოა ურთიერთობაში ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორებიც არის ქორწინება, ბავშვის გაჩენა თუ საცხოვრებლად ცალკე გადასვლა. ბევრს ნუ იფიქრებთ და ნუ გადადებთ საქმეს, იმოქმედეთ.

ქალწული

პირად ცხოვრებაში არსებული კრიზისის მოგვარებაში, თქვენი ანალიტიკურ-კრიტიკული გონება დაგეხმარებათ. მიუხედავად იმისა, რომ სენსიტიურ საკითხებზე საუბარს გაურბიხართ, ამ დიალოგს ამ კვირაში ვერ აირიდებთ. ეს ყველაფერი მხოლოდ კარგის მომტანი იქნება თქვენი მომავლისთვის. ასე რომ, გარისკეთ.

მორიელი

თუ საერთო საქმეს აკეთებთ, ამ კვირაში წარმატებას და დიდ პროგრესს შენიშნავთ, რაც კიდევ უფრო მეტად დაგაახლოებთ ერთმანეთს. ხოლო თუ ჯერ ისევ მარტო ხართ, ეცადეთ, ამ კვირაში საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ.

მშვილდოსანი

ამ კვირაში სრული სიცხადით დაინახავთ იმ შესაძლებლობებს, რომელთა გამოყენებით ურთიერთობას ააწყობთ. ყველაფერი მხოლოდ თქვენს ქმედებებზეა დამოკიდებული. რამდენად გსურთ კონკრეტულ პიროვნებასთან ყოფნა და გაქვთ თუ არა საკმარისი მოტივაცია.

თხის რქა

კონკრეტული საკითხი, რომელიც მთელ რიგ პრობლემებს გიქმნით, ნეგატიურად აისახება პარტნიორთან ურთიერთობაზეც. თუ ამ განცდებს პარტნიორს გაუზიარებთ, მისგან ძალიან სწორ რჩევას მიიღებთ. შესაძლოა, ურთიერთობის დაცვა ამ პრობლემაზე საუბრის არიდებით გსურთ, თუმცა ეს გამოსავლამდე ვერ მიგიყვანთ.

მერწყული

თუ ბოლო დროს არასერიოზულად იქცეოდით და პარტნიორს ამის გამო თქვენთან ურთიერთობა ნაკლებად სურს, დროა ქმედებები შეცვალოთ. რაც უფრო მეტ უყურადღებობას გამოიჩენთ, მით მეტად დაშორდებით მას.

თევზები

ამ კვირიდან ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც დასახული მიზნისკენ გადასადგმელ ნაბიჯებამდე უფრო სწრაფად მიგიყვანთ. ამ პროცესში არ დაგავიწყდეთ მეორე ნახევარიც. ბალანსი არ დაარღვიოთ. თქვენი ურთიერთობა ყურადღებით და სითბოთი იკვებება.

mazda magti 5g