LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

142
ელექტროენერგია

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 24 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო,10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, უზნაძის, აბაშიძის და ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, გმირ კურსანტთა, ბოჭორიშვილის და ონის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების IV მიკრორაიონის და რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები