LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 წლიანი ასაკობრივი სხვაობა და 13 წლიანი ქორწინება – 34 წლის აარონ ტეილორ-ჯონსონი წითელ ხალიჩაზე 57 წლის მეუღლესთან და გერებთან ერთად გამოჩნდა

529
page

აარონ ტეილორ-ჯონსონის მონაწილეობით ფილმის, „კრეივენი-მონადირე“ პრემიერა შედგა. წითელ ხალიჩაზე 34 წლის მსახიობი მეუღლესთან, 57 წლის სემ ტეილორ-ჯონსონთან და გერებთან ერთად მივიდა.

ამ დღეს „ყველაზე ლამაზი მამაკაცის“ ტიტულის მფლობელი აარონი მუქი შინდისფერი, ხავერდის პიჯაკით იყო წარმოდგენილი, მის მეუღლეს კი ამავე ფერებში გადაწყვეტილი კაბა ამშვენებდა.

ცნობისთვის, აარონ ტეილორ-ჯონსონსა და მის მეუღლეს შორის 24 წლიანი ასაკობრივი სხვაობა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მსახიობს და ასაკოვან რეჟისორს შორის გულწრფელი ურთიერთობის თავდაპირველად არავის სჯეროდა, მით უფრო, რომ სემი უკვე განქორწინებული იყო. თუმცა, აარონი არც ასაკობრივ სხვაობას შეუშინდა, არც მომავალი მეუღლის ორ შვილს. 2012 წელს წყვილმა ოფიციალურად გააფორმა ურთიერთობა და როგორც ხედავთ, დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ. მათ ორი საერთო, 12 და 14 წლის ქალიშვილები ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები