35 წლის აარონ ტეილორ-ჯონსონი და მისი მეუღლე, 59 წლის სემი ლონდონში სეირნობისას დააფიქსირეს. წყვილი ნოთინგ-ჰილის უბანში, მშვიდ და რომანტიკულ გარემოში შენიშნეს.
ფილმის, 28 Years Later-ის მსახიობი და Fifty Shades of Grey-ის რეჟისორი თავს საოცრად ბედნიერად გრძნობდნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ და კოცნიდნენ.
„ძალიან ეტყობათ ასაკობრივი სხვაობა!“, „აი ესაა ნამდვილი სიყვარული“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, აარონ ტეილორ-ჯონსონსა და მის მეუღლეს შორის 24 წლიანი ასაკობრივი სხვაობა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მსახიობსა და „ასაკოვან“ რეჟისორს შორის გულწრფელი ურთიერთობის თავდაპირველად არავის სჯეროდა, მით უფრო, რომ სემი უკვე განქორწინებული იყო. თუმცა, აარონი არც ასაკობრივ სხვაობას შეუშინდა, არც მომავალი მეუღლის ორ შვილს.
2012 წელს წყვილმა ოფიციალურად გააფორმა ურთიერთობა და როგორც ხედავთ, დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ. მათ ორი საერთო ქალიშვილი ჰყავთ.