35 წლის აარონ ტეილორ-ჯონსონი და მისი 58 წლის მეუღლე, სემ ტეილორ-ჯონსონი ლონდონში, ახალი ფილმის, „28 წლის შემდეგ“ პრემიერას დაესწრნენ.
წითელ ხალიჩაზე წყვილის გამოჩენამ საზოგადოებაში კვლავ განაახლა საუბარი მათ შორის არსებულ ასაკობრივ სხვაობაზე.
„ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მას შეხვდა“, „ეს სიყვარულია!“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, აარონ ტეილორ-ჯონსონსა და მის მეუღლეს შორის 24 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ცხადია, ახალგაზრდა მსახიობს და ასაკოვან რეჟისორს შორის გულწრფელი ურთიერთობის თავდაპირველად არავის სჯეროდა, მით უფრო, რომ სემი უკვე განქორწინებული იყო. თუმცა, აარონი არც ასაკობრივ სხვაობას შეუშინდა, არც მომავალი მეუღლის ორ შვილს. 2012 წელს წყვილმა ოფიციალურად გააფორმა ურთიერთობა და როგორც ხედავთ, დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ. მათ ორი საერთო, 13 და 15 წლის ქალიშვილი ჰყავთ.
„ჩვენ ასაკობრივ სხვაობას საერთოდ ვერ ვგრძნობთ. ეს პრობლემა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არსებობს, ვინც ჩვენ არ გვიცნობს“, – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში სემმა.