აარონ ტეილორ-ჯონსონი მეუღლესთან, სემ ტეილორ-ჯონსონთან ერთად ნიუ-იორკში გამოჩნდა.
წყვილი მანჰეტენზე შენიშნეს, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ახალ საცხოვრებელს ეძებენ. აარონსა და სემს ქალაქში ცნობილი უძრავი ქონების აგენტიც ახლდათ თან.
„ყველაზე შეუფერებელი ჰოლივუდური წყვილი“, „ძალიან ეტყობათ ასაკობრივი სხვაობა“, „აი ეს არის ნამდვილი სიყვარული და ერთგულება“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, აარონ ტეილორ-ჯონსონსა და მის მეუღლეს შორის 24 წლიანი ასაკობრივი სხვაობა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მსახიობსა და „ასაკოვან“ რეჟისორს შორის გულწრფელი ურთიერთობის თავდაპირველად არავის სჯეროდა, მით უფრო, რომ სემი უკვე განქორწინებული იყო. თუმცა, აარონი არც ასაკობრივ სხვაობას შეუშინდა.
2012 წელს წყვილმა ოფიციალურად გააფორმა ურთიერთობა და როგორც ხედავთ, დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ. მათ ორი საერთო ქალიშვილი ჰყავთ.